უბედური შემთხვევა თბილისში

ყაზბეგის გამზირზე მშენებარე კორპუსის ამწე მწყობრიდან გამოვიდა და გადაბრუნდა. ამწე რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.
როგორც „კვირას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ამწის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესცენტრის უფროსმა განუცხადა, ამწის მძღოლი უგონო მდგომარეობაშია და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მან დაზიანება თავის არეში მიიღო და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები