სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად პროვინცია რაკაში ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა. იორდანელი მფრინავი გადარჩა, თუმცა ის ტერორისტებმა დააკავეს.