"ავატარის" მსახიობმა გეიბარში ფოტოგრაფი სცემა

ავსტრალიელი მსახიობი, მაყურებლისთვის ფილმ “ავატარიდან” კარგად ცნობილი სემ უორინგტონი პაპარაცთან დაპირისპირების გამო პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. კონფლიქტი მსახიობსა და ფოტოგრაფს შორის ნიუ-იორკის ერთ-ერთ პოპულარულ გეიბარში დაიწყო. ჟურნალისტმა ხელი ჰკრა მეგობარ გოგონა ლარა ბინგლს, – წერს “დეილი მეილი”. “შენ ხელი ჰკარი ჩემს ცოლს”, – წამოიძახა მსახიობმა. იგი ფოტოგრაფს ეცა და სცემა. ფოტოგრაფის სახელი არ ხმაურდება.
საინტერესოა, რომ 37 წლის მსახიობი და 26 წლის ავსტრალიელი მოდელი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა სემ უორინგტონმა მას “ცოლი” უწოდა. რატომ გამოამჟღავნა უხეშობა პაპარაცმა მოდელის მიმართ, უცნობია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩხუბის თვითმხილველებმა მიკრობლოგებზე პოსტები განათავსეს, რომ ფილმ “ავატარის” მსახიობმა მათ თვალწინ ფოტოგრაფი სცემა. ბარის ადმინისტრაციამ კი პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ მსახიობი და ფოტოგრაფი დააპატიმრა. მსახიობს ბრალად თავდასხმა ედება, ხოლო ფოტოგრაფს – უკანონო დევნა. იმავე ღამეს მსახიობი სემ უორინგტონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის 26 თებერვალს სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები