ჩინეთში ექიმები საოპერაციოში პაციენტთან გადაღებული „სელფების“ გამო დასაჯეს
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია შენსიში მდებარე საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ და პერსონალმა საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ მყოფ პაციენტთან გადაღებული „სელფის“ გამო სადისციპლინო სასჯელი მიიღეს. კლინიკის 3 ხელმძღვანელი სამსახურიდან დაითხოვეს, ფოტოზე აღბეჭდილმა დანარჩენმა თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში ჯარიმა უნდა გადაიხადონ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. კლინიკის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა.
„ჩვენმა თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს საკუთარი ქმედებების შესაძლო ნეგატიური შედეგები. ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
ამასთან, ექიმები აცხადებენ, რომ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ეს საოპერაციოს დახურვამდე კლინიკაში ბოლო სამუშაო დღე იყო.