ლატვიაში ,,ყარაბახის სკანდალი“ გაჩაღდა

  რიგის აზერბაიჯანული დიასპორის ცნობით, 2013 წელს გამოცემულ ლატვიის სახელმძღვანელოში ,,მსოფლიოს ახალი გეოგრაფია“ მთიანი ყარაბახი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან წარმოდგენილი. სახელმძღვანელო ლატვიის სკოლების საშუალო სკოლებისთვისაა განკუთვნილი. ამ ფაქტმა ლატვიაში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ელმანა აბდულაევას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ლატვიაში არსებულმა აზერბაიჯანის საელჩომ ლატვიურ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რედაქციას მიმართა სახელმძღვანელოს ავტორმა გუნა ნეიმანემ. მისი სიტყვებით ატლასში მთიანი ყარაბახის ტერიტორიული კუთვნილება მკაფიოდ ჩანს:
,,ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სომხეთის ტერიტორია მწვანე ფერითაა აღნიშნული, ხოლო აზერბაიჯანის კი, ყარაბახის ჩათვლით,- ნარინჯისფრად. თუმცა ყარაბახი თეთრი შტრიხითაა ნაჩვენები ისე, როგორც კარტოგრაფიაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოკუპირებული ტერიტორიების აღნიშვნაა მიღებული.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები