სინძო აბემ იაპონიის პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნა
სინძო აბემ საკუთარი თანამდებობა შეინარჩუნა და იაპონიის 97 პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო. აბეს სასარგებლოდ 475 დეპუტატიდან ხმა 328 ადამიანმა მისცა.
ცნობისთვის, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობა თითქმის იგივე დარჩება. როგორც წესი, ყოველი პარტია კანდიდატის სახით საკუთარ ლიდერს სთავაზობს.
ლიბერალურ-დემოკრატიული და „კომეიტოს“ პარტიების კოალიციამ 14 დეკემბერს ქვედა პალატაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით სადეპუტატო მანდატების 2/3-ზე მეტი – 475-დან 326 ადგილი მიიღო. ამრიგად, პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ საკუტარი თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.
საღამოსკენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერი მთავრობის დამტკიცების ცერემონიას ჩაატარებენ.