არსენ ავაკოვი: მალე კიევს „გაის“ ნაცვლად საპატრულო სამსახური ეყოლება
მალე კიევს „გაის“ ნაცვლად ახალი საპატრულო სამსახური ეყოლება – ახალი მიდგომებით, წესებით, ახალი ხალხით, იმედი მაქვს, თქვენი ახალი ნდობით, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ავაკოვის განცხადების თანახმად, 2015 წლის 20 იანვრიდან კიევის საპატრულო სამსახურში სასწავლებლად ხალხის მიღება იწყება.
„საკონკურსო შერჩევა და ტესტირება, მკაცრი ტრენინგის 3 თვე და სწავლება, შემდეგ კვლავ ტესტები და როდესაც, ჩემი აზრით, 50 პროცენტი ყველა გამოცდას ჩააბარებს, მივიღებთ კიევის ახალ საპატრულო სამსახურს, რომელიც თვენ მოგემსახურებათ, თქვენ კი მას პატივს სცემთ“, – აღნიშნა ავაკოვმა.
შს მინისტრის თქმით, დეტალებს საპატრულო სამსახურის შესახებ ბრიფინგზე ავაკოვის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე გააჟღერებს.
ავაკოვმა ასევე განაცხადა, რომ „გზა ყველასთვის ხსნილია – იქნებიან ესენი სამხედროები, თუ მილიციის თანამშრომლები, სტუდენტები, თუ დიპლომირებული სპეციალისტები. მთავარია პრინციპი და კეთილგანწყობა ახალი ხარისხის მიმართ. გაიარეთ ტესტი და სწავლება+მიიღეთ ახალი წესები და პრიორიტეტების ცვლილება+მიიღეთ პასუხისმგებლობის თანაბარი მაღალი ხელფასი და = თქვენ საპატრულო პოლიციელი იქნებით! შევცვალოთ ქვეყანა ერთად!“