როგოზინი: „მისტრალებთან“ დაკავშირებული სიტუაცია საფრანგეთის სისუსტეა

„მისტრალების“ გარშემო შექმნილი ვითარება საფრანგეთის გეოპოლიტიკური სისუსტის დემონსტრირებაა, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. როგოზინის თქმით, ფრანგული მხარის განცხადებები გემების გადაცემისთვის პირობების არ არსებობის შესახებ არ არის ფორსმაჟორი.
„ჩვენი მხრიდან არავინ აპირებს, მიიღოს სიტყვები იმის შესახებ, რომ თითქოს პირობები არ დამწიფებულა რუსეთისთვის ამ გემების გადასაცემად. ჩვენ არ ვთვლით ამას ფორსმაჟორად, რომელიც გაწერილია კონტრაქტში. ეს მხოლოდ საფრანგეთის გეოპოლიტიკური სისუსტის დემონსტრირებაა“, – განაცხადა როგოზინმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, კონტრაქტის პირობების შესრულებაზე უარის განცხადებით, საფრანგეთი ნატოდან საკუთარი კოლეგების ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ამასთან, როგოზინმა აღნიშნა, რომ კონტრაქტის მიხედვით რიგი ვალდებულებების შესრულების ვადები, მათ შორის საჯარიმო სანქციების დრო ახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები