გარდაიცვალა 114 წლის ქალბატონი, რომელსაც Facebook–ში დასარეგისტრირებლად ტყუილი დასჭირდა

მინესოტაში გარდაიცვალა 114 წლის ანა სტოერი, რომელმაც თავის დროზე Facebook–ის დასარეგისტრირებლად თავისი ასაკი მოიტყუა. ამ ინფორმაციას „The Guardian“–ი ავრცელებს. ამერიკელი ქალბატონის შვილის განცხადებით, სტოერი 21 დეკემბერს, ძილში გარდაიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, ანა სტოერი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დასარეგისტრირებლად თავისი ასაკის მოტყუება დასჭირდა და დაბადების თარიღად 1900–ის ნაცვლად –1905 წელი მიუთითა. ეს იმიტომ მოხდა, რომ Faceebook-ში რეგისტრაციის პარამეტრებში დაბადების თარიღის მითითება 1905 წლიდან იწყება. სტოერის შვილის განცხადებით, დაბადების დღეზე Facebook–მა დედამისს 114 ყვავილისგან შემდგარი ბუკეტი გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები