უკრაინის შსს–ს შენობაში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

  • უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, მინისტრის მოადგილის სერგეი ჩებოტარის კაბინეტში დღეს სათვალთვალო–მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შსს–ს ოფიციალური საიტი „mvs.gov.ua „ ავრცელებს. ჩებოტარი მომხდათან დაკავშირებით აპირებს გენერალურ პროკურატურას მიმართოს, ნათქვამია სამინისტროს საიტზე. „კამერას, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა, შეეძლო როგორც ვიდეო ისე აუდიო სიგნალის გადაცემა. სერგეი ჩებოტარის სიტყვებით, მსგავსი ჩამწერი მოწყობილობა შესაძლოა შსს–ს წინა ხელმძღვანელობას უკავშირდებოდეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები