პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ადრე თუ გვიან, ევროკავშირის და ნატოს შემადგენლობაში გაწევრიანდება
-
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა ადგილობრივი რადიოს „ZET”–ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან ევროკავშირის და ნატოს შემადგენლობაში შევა. „ჩვენ დაველოდებით დროს, როცა უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში იქნება. უკრაინამ უნდა შეასრულოს სტანდარტები, ხოლო უკრაინულმა საზოგადოებამ ნატოში წევრობას უნდა დაუჭიროს მხარი“ – განაცხადა სემონიაკმა. მისი სიტყვებით, უკრაინის გადაწყვეტილება ბლოკგარეშე სტატუსიდან გასვლაზე, დასავლეთის ურთიერთობას რუსეთთან არ გააუარესებს, რადგან არსებულზე „უარესი არც შეიძლება იყოს“.