"გოგა ონიანს ფიზიკური ზეწოლის არანაირი კვალი არ აღენიშნება"

გოგა ონიანს ფიზიკური ზეწოლის არანაირი კვალი არ აღენიშნება, – ამის შესახებ ონიანის ადვოკატმა ცისმარი ონიანმა საავადმყოფოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ონიანს ამ წუთებში გამოკვლევა უტარდება. მისივე თმით, გიორგი ონიანს შათირიშვილის საქმე ახსოვს, თუმცა ნარკოტიკების ჩადების ფაქტს უარყობს.
” გიორგი ონიანს საქმესთან დაკავშრებით ვესაუბრე. ჯერ ჯერობით ბრალი მისთვის არ არის გადაცემული, დაკითხულიც არ არის, მას მხოლოდ მოკლედ ინფორმაცია აქვს მიღებული. გიორგი ონიანს ახსოვს ყველაფერი როგორც თანამდებობის პირს თუ რა მოქმედებას ასრულებდა, მაგრამ ის, რომ მან უკანონო ქმედება ჩაიდინა ფაქტს უარყოფს”, – განაცხადა ცისმარი ონიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები