“ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი; თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად ახორციელებდა გარიგებებს საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება” – მახაშვილი

“ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის – თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თითოეული კომპონენტი იქნება შესწავლილი.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ თითოეული კომპონენტის შესწავლა მოხდება. თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება. გადაწყვეტილებები იქნება არა ზეწოლისთვის, ბიზნესის დასახურად ან შანტაჟისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესმა თავისი საქმიანობა აწარმოოს და მიიღოს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთი არ იყოს მოსახლობაზე იმის გამო, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა სურსათის მიმართულება სრულად აკონტროლოს.

ფაქტი ერთია, რომ ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის, არის პრობლემები და ამიტომ თითოეულ მიმართულებას სჭირდება შესწავლა. როგორც ჩანს, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, დარღვევები ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. მათ რომ გამართულად, კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო,“ – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები