დღევანდელ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები

   „თი-ბი-სი გალერეაში“ ნანკა კიკალიას პერსონალური გამოფენა „საზღვარი“ გაიხსნა. გამოფენაზე აფხაზეთში გადაღებული უახლესი ფოტომასალაა წარმოდგენილი. გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა ბოლო წლების მანძილზე პირველად იხილეს დღევანდელი აფხაზეთის ფოტოები. ნანკა კიკალია ერთადერთი ფოტოხელოვანია საქართველოდან, რომელმაც აფხაზეთში ფოტოების გადაღება შეძლო. გამოფენაზე წარმოდგენილი 40 ფოტო რეალურად ასახავს აფხაზეთის ომის შემდგომ რეალობასა და იქ მცხოვრებ ადამიანთა ბედს, რომლებმაც უკეთესი მომავლის იმედით საკუთარი საცხოვრებელი ადგილები არ მიატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები