ალჟირში ადგილობრივი ჯიჰადისტების ლიდერი მოკლეს

ალჟირელმა სამხედროებმა დაჯგუფება „ჯუნდ ალ–ხალიფას“ („ხალიფატის მეომრები“) ლიდერის აბდელმალეკ გურის ლიკვიდაცია განახორციელეს. სწორედ ეს დაჯგუფება გახლდათ ფრანგი ერვე გურდელის სიკვდილით დასჯაზე პასუხისმგებელი. ამ ინფორმაციას ალჟირის თავდაცვის სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით „Algerie Presse Service“ ავრცელებს.
საერთო ჯამში ალჟირელმა სამხედროებმა 22 და 23 დეკემბერს ორი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგად ხუთი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა. სექტემბრის ბოლოს ჯიჰადისტებმა 55 წლის ერვე გურდელი გაიტაცეს და შემდეგ თავის მოჭრეს. ვიდეომიმართვაში, რომელზეც გურდელის სიკვდილით დასჯა იყო ასახული, ჯალათებმა განაცხადეს, რომ ამით ერაყში საომარ კამპანიაში მონაწილეობისთვის საფრანგეთის დასჯა სურდათ. ტერორისტული დაჯგუფება „ჯუნდ ალ–ხალიფა“ სექტემბრის ბოლოს შეიქმნა და ის ერაყი–სირიის ტერიტორიაზე მოქმედი დაჯგუფების „ისლამური ხალიფატის“ ალჟირელ მიმდევრებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები