ანი ლორაკს, ლობოდას და ვერკა სერდიუჩკას რუსეთში სიმღერა აუკრძალეს

რუსეთში იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ უკრაინელ არტისტებს საახალწლო კორპორატიულ საღამოებზე მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. „კრიზისული დროა, პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, ამიტომ ჯობია, „ჩვენებმა“ იმღერონ. რა იცი, ისე არ მოხდეს, უკრაინელებმა სცენიდანაც რამე არ წაიღონ“, – წერს „ობოზრევატელი“.
ვარსკვლავების „შავ სიაში“ უკრაინის პატრიოტები და ასევე ის მომღერლები მოხვდნენ, რომელთაც სამშობლოშიც დიდი ხანია სკეპტიკურად უყურებენ. კერძოდ, ახალი წლის ღამეს რუსეთში ვერ იმღერებენ ივან დორნი და ანასტასია პრიხოდკო. თუმცა ამ მომღერლებმა ისედაც პროუკრაინული პოზიცია დაიკავეს და ოკუპანტის ტერიტორიებზე გასტროლები შეწყვიტეს.
სამი შემდეგი მომღერლისთვის კი, რომლებსაც ასევე აეკრძალათ რუსეთში გამოსვლა, ვლადიმერ პუტინის მთავრობიდან ასეთი გადაწყვეტილება სრულებით მოულოდნელი იყო. „შავ სიაში“ უეცრად აღმოჩნდნენ: სვეტლანა ლობოდა, ანდრეი დანილკო (ვერკა სერდიუჩკა) და ანი ლორაკი. „კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, ამ ვარსკვლავებს რუსეთში „არტისტები საკამათო იდეოლოგიით“ უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები