8 ათასი გარდაცვლილი ადამიანი და 20 ათასზე მეტი ინფიცირებული – ებოლას ვირუსის შედეგები დასავლეთ აფრიკაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 ათასს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 ათასამდე გაიზარდა.
ეპიდემია განსაკუთრებით მძვინვარებს სიერა ლეონაში, გვინიასა და ლიბერიაში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 140 -მდე ინფიცირებული გარდაიცვალა. ეს ადამიანები ადგილობრივ საავადმყოფოებში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია.