რუსეთმა კოსმოსში ახალი რაკეტა „ანგარა-5“ გაუშვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთმა კოსმოსში ახალი რაკეტა „ანგარა – 5“ გაუშვა. ხომალდმა სტარტი არხანგელსკის რეგიონში, პლისეცკის კოსმოდრომიდან აიღო. ვლადიმერ პუტინი ამ პროცესს თავად ადევნებდა თვალს.
”ახალი რაკეტის დასამზადებლად ჩვენმა მეცნიერებმა 20 წელი იმუშავეს. ის მისი წინამორბედი რაკეტების: ”პროტონისა” და ”როკოტის” მსგავსი იქნება, მაგრამ მათთან შედარებით – უკეთესი. ახალ რაკეტას ჩვენ სამხედრო და სამეცნიერო დანიშნულებებისთვის გამოვიყენებთ”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები