„დასავლეთს დავამუნჯებთ და დავაყრუებთ ისე, რომ ვერცერთ ენაზე ვერაფერი გაიგონ“

   უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა მიეხმაროს თავის მოძმე უკრაინელ ხალხს. „ლიბერალურ-დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარემ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საქმეებში თანხედური ჩარევისთვის გააკრიტიკა და მათ დამუნჯებითა და დაყრუებით დაემუქრა. ჟირინოვსკიმ იმ ღვაწლსაც გაუსვა ხაზი, რაც, მისი თქმით, საბჭოთა არმიამ და რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინისთვის გაიღეს. „დასავლეთიდან პირდაპირ ბრძანებას აძლევენ იანუკოვიჩს, რომ გაიყვანოს მილიცია კიევის ცენტრიდან. ისინი მართავენ, ისინი ირჩევენ და ნიშნავენ მომავალ პრეზიდენტს და მინისტრებს. უკრაინის საქმეში დასავლეთის ასეთი თავხედური ჩარევის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია განზე დავრჩეთ. ისინი პირდაპირ სასჯელით და სანქციებით ემუქრებიან ყველას, თუ ვინმე რუსულად ილაპარაკებს უკრაინაში. მე ასეთ დროს ვეტყვი მათ, რომ ჩვენ თქვენ ყრუ-მუნჯებად გაქცევთ, რომ ვერცერთ ენაზე შეძლოთ საუბრის გაგება და ლაპარაკი. უკრაინის დასავლეთ ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში იყო და ჩვენ ჩვენი სისხლი დავღვარეთ, რათა პოლონეთისთვის გამოგვეტაცა ხელიდან უკანონოდ მითვისებული უკრაინის მიწები, ეს საბჭოთა ჯარისკაცების სისხლი იყო, მათი უმრავლესობა კი რუსი ეროვნების იყო“,- განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები