გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება

25 დეკემბერს, 18:00 საათზე პოეტ გაბრიელ ჯაბუშანურის (1914-1968) დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო და მისი ახლად გამოცემული ლექსების კრებულის „მე ის არა ვარ“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის შემდგენელი და გამომცემელი აკაკი ჯაბუშანურია.
კრებულში მკითხველი გაეცნობა გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიის უცნობ ლექსებს, რომლებიც პერიოდიკაში იბეჭდებოდა და პოეტის წინა წიგნებში არ შესულა, ასევე – პოემას „ძმის წიგნი“.
ღონისძიება მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსის სააქტო დარბაზში, სადაც 1934-1939 წლებში სწავლობდა პოეტი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები