ჟანა ფრისკეს მდგომარეობა გაუმჯობესდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი პოპმომღერალი ჟანა ფრისკე ახლა ლოს-ანჯელესში იმყოფება. ცნობილმა ტელეწამყვანმა დიმიტრი დიბროვმა ტვიტერზე მომღერლის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ დაპოსტა: “მეგობრებო! ჩემი შიდა ინფორმაციით, ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობა გაუმჯობესდება! მადლობა ღმერთს და ჩვენს ლოცვას!”
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ჟანა ფრისკე თავის ტვინის კიბოთია დაავადებული. მძიმე ავადმყოფობა მას ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს დაუდგინეს.