მოსკოვში ალექსანდრე ნავალნი დააკავეს

   მოსკოვში, ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს შენობასთან რუსი ოპოზიციონერი – ალექსანდრე ნავალნი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სის” რუსული სამსახური ავრცელებს. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რა ბრალდებით დააპატიმრეს რუსი ოპოზიციონერი. მოსკოვში, ზამოსკვორეცკის სასამართლოში ე.წ. ბალოტნაიას საქმეზე დაკავებული რვა ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან „ომონისა“ და შინაგანი ჯარების სამხედროები არიან მობილიზებული. შენობასთან ბრალდებულების მხარდამჭერებიც იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები