ტუნისის პრეზიდენტი ბეჟი კაიდ ეს–სებსი გახდა

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურში გამარჯვება პარტია „ნიდაა ტუნისის“ ლიდერმა ბეჟი კაიდ ეს–სებსიმ მოიპოვა, რომელმაც ხმების 55, 68 % დააგროვა. ეს–სებსის კონკურენტმა, ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა მონსეფ მარზუკიმ ამომრჩეველთა ხმების 44,32 % მიიღო.
88 წლის ეს–სებსი ტუნისის უახლეს ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც „ჯასმის რევოლუციის“ შედეგად 2011 წლის 14 იანვარს პრეზიდენტობიდან ზინ ალ–აბიდინა ბენ ალის ჩამოგდების შემდეგ, დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები