ახალდაბაში სასწრაფოს ექიმი პაციენტის ქმარმა სცემა
გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს პაციენტის ქმარი სასტიკად გაუსწორდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა პაციენტის გადაყვანა დამატებითი კონსულტაციებისთვის გორში გადაწყვიტა. „რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ექიმის ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და ეკა გოჩიაშვილს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
მომხდარი ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე აღძრულია 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.