დავით ნარმანია სოციალური საწარმოების მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება

თბილისის მერიის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ხვალ სოციალური საწარმოების მესამე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
როგორც “კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, კონფერენცია 10:30 საათზე დაიწყება და მას თბილისის მერი დავით ნარმანია 15:30 საათზე შეუერთდება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის, სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
“შეხვედრა უკვე მესამე წელია იმართება და წელს მისი მთავარი თემა სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობაა. ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური მიზნების მქონე ბიზნეს-მოდელის, განვითარება და ხელშეწყობა. სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სოციალური მეწარმეები 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებს შეაჯამებენ და სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებენ. კონფერენციის მონაწილეები სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტსაც განიხილავენ, რომლის კონცეფციაც 2014 წელს შემუშავდა”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
ღონისძიების მეორე ნაწილს თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის, რომელიც ისაუბრებს სექტორებს შორის თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე და მექანიზმებზე. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
შეხვედრის ერთი პანელი გამოფენას დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ, გაეცნონ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობას, მათ პროდუქტებსა და სერვისებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები