ეუთო: არჩევნებს უზბეკეთში კონკურენცია დააკლდა

21 დეკემბერს უზბეკეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით ჩატარდა, მაგრამ საარჩევნო პროცესს კონკურენცია და დებატები აკლდა. ამის შესახებ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ეუთოს სადამკვირვებლო ბიუროში განაცხადეს. ცნობისთვის, უზბეკეთში ხმების დათვლა მიმდინარეობს. არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობდა. ყველა ეს პარტია სახელმწიფოს უცვლელ პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს უჭერს მხარს. კარიმოვი სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მართავს.
ეუთოს წარმომადგენლების განცხადებით, ოთხი პარტია ერთმანეთის კონკურენტი არ არის, ისინი ერთმანეთს ავსებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ უზბეკეთის საარჩევნო კანონმდებლობაში „ეუთოს გარკვეული რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული, მაგრამ ძირითად საკითხებზე სხვა რეკომენდაციები გადაუწყვეტელი რჩება“.
უზბეკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნებში 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ანუ ამომრჩევლთა საერთო რაოდენობის 88 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები