უცნობი მოლაპარაკებები, რის გამოც ევროპამ საქართველო გაწირა, ანუ რას გვიმალავდნენ აქამდე?
25 თებერვალს, 17 საათზე, წმ. ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა – ,,შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ გაიმართება. შეხვედრაზე, რომლის თემაცაა: ,,25 თებერვალი, 1921 წელი“ საუბარი შეეხება საქართველოს გასაბჭოების პერიოდს, ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია ,,ერთსულოვნების“ ეთერში გასული გადაცემა – “1921–24 წლების აჯანყება“, რომლის ავტორიც ამ საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელეჟურნალისტი თამარ ბელქანიაა. ,,კვირა“ დაუკავშირდა მას და ღონისძიების შესახებ კომენტარი ჩამოართვა:
,,ძალიან საინტერესო დისკუსიას ვგეგმავთ, სადაც საქართველოს გასაბჭოების ჯერაც უცნობ დეტალებს გამოვააშკარავებთ, ვაჩვენებთ უნიკალურ კადრებს და იმ საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებსაც საბჭოთა ისტიორიოგრაფია აქამდე მალავდა. უკვე გახსნილი არქივების ფონზე ირკვევა ის ფაქტები, რამაც საქართველოს გასაბჭოება განაპირობა. იმ პერიოდში იყო აჯანყებების მთელი ტალღა, რომელმაც საქართველო მოიცვა. დღემდე სრულიად უცნობია აფხაზეთში ბოლშევიზმის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყება და ის ფაქტი, რომ მას სათავეში აფხაზი დიდგვაროვნები ედგნენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს რეალური ისტორია, რათა ის შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
შეხვედრის ორგანიზატორებმა ექსკლუზიურად ,,კვირას“ გადმოსცეს ისტორიული ფოტო არქივიდან, სადაც აღბეჭდილია გასაბჭოების პირველი დღე სოხუმში.