იანუკოვიჩს და აზაროვს პარტია „რეგიონებიდან“ გარიცხავენ

  პარლამენტში კოალიციის პარტიის ფორმირება დაიწყო. ფრაქციის ხელმძღვანელობის, მათ შორის მისი მდივნის – ალექსანდრე ეფრემოვის შეცვლა პარტიაში ჯერ არ იგეგმება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფრაქციას, როგორც მინიმუმ, ათი სახალხო დეპუტატი დატოვებს. ამავე დროს, პარტიის ხელმძღვანელობის დონეზე საკადრო ცვლილებები მზადდება, – წერს ,, კომერსანტ-უკრაინა’’.
ამერიკაში უკრაინის მოვლენებს გადატრიალებად არ მიიჩნევენ. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში სერგეი ტიგიბკო ყრილობის მოწვევას გეგმავს, რომელზეც პარტიის ლიდერს – ნიკოლაი აზაროვს გადაირჩევენ. ,,საკადრო ცვლილებები პარტიაში აუცილებლად იქნება, და მას სერგეი ტიგიბკო უხელმძღვანელებს. ვიქტორ იანუკოვიჩს და ნიკოლაი აზაროვს პარტიიდან გავრიცხავთ“,- განაცხადეს პარტია „რეგიონების“ წარმომადგენლებმა.
წინაწარ ცნობილი გახდა, რომ უქმე დღეებში პარტია „რეგიონების“ ფრაქცია 209 სახალხო დეპუტატიდან – 78 მა დატოვა. ტურჩინოვი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების პირობას იძლევა. უმაღლესი რადა ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. მისი მთავარი მიზნები – უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ხალხისადმი მიმართვაში ჩამოაყალიბა. კიევის ცენტრში უკვე გაიხსნა ბევრი მაღაზია. დღეს გაიხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და მეტრო. აღდგება ტრანსპორტის მუშაობაც, კომუნალური სამსახურები კი ბარიკადებს აიღებენ. რაც შეეხება ვიქტორ იანუკოვიჩს, მისი ბედის შესახებ უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის. ვიღაცამ იგი სევასტოპოლში, სხვამ კაზაკების სოფელში, ზოგმა კი ბალაკლავაში ნახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები