საქალაქო სასამართლო დღეს უგულავას საქმეზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალეულობაზე იმსჯელებს. საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება, რომლის გამოც ქალაქის ყოფილ მერს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმეს პოლიტიკური სარჩული ადევს, ხოლო ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის, იგივე „რიჟას“ საქმეზე უგულავას წინააღმდეგ ჩვენება არ არსებობს.
”საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, თითიდან გამოწოვილი და ფალსიფიცირებული. მთავრი მოწმე საქმეში არის გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“ , რომელიც, არის არა ერთგზის ნასამართლევი. გიგი უგულავას დაკავება არის იმ ვალდებულებების დარღვევა, რაც საქართველოს ნაკისრი აქვს როგორც შიდა, ასევე ევროპული კანონმდებლობით”, -განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობაში 2014 წლის ივლისიდან იმყოფება. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზება ედება ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები