არჩილ გორდულაძე – „ბიბისის“ წინააღმდეგ საჩივარზე: ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე

„ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ მიერ “ბიბისის“  წინააღმდეგ საჩივარზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, იქნებოდა ეს სტრასბურგის სასამართლო თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულება, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე. თუ საჭირო იქნება, “ბიბისი”-ში განხილვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, შემდეგ სასამართლოში და რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ვიტოვებთ საშუალებას, რომ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში და სიმართლე იქ ვამტკიცოთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები