ფრანსუა ოლანდი ამ ეტაპზე რუსეთისთვის “მისტრალის” გადაცემის საფუძველს ვერ ხედავს

  საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამ ეტაპზე რუსეთისთვის “მისტრალის” გადაცემის საფუძველს ვერ ხედავს. ოლანდი მიიჩნევს, რომ ამისთვის საკმარისი პროგრესი არ არსებობს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მისტრალის” კონტრაქტის შესრულება რუსეთის მიერ მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესრულებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ”, – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის საკითხზე პროგრესი მიღწეული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები