რაულ კასტრო: კუბელები ობამას მადლიერი არიან



   კუბის პარლამენტში, სახალხო ხელისუფლების ნაციონალური ასამბლეის სესიის დასკვნით სხდომაზე გამოსვლისას რაულ კასტრომ აშშ–ს ურთიერთობის საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო.
სხდომის დაწყების წინ დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ აშშ–ში შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებულ „კუბური ხუთეულის” წევრებს, რომელიც აშშ–მ სულ ახლახან გაანთავისუფლა.
კუბელი აგენტები ხერარდო ერნანდესი, რამონ ლაბანინო, რენე გონსალესი, ანტონიო გერერო და ფერნანდო გონსალესი კუბის დაზვერვამ 1992 წელს ფლორიდაში ერთ–ერთ ანტიკასტროულ ორგანიზაციაში „ჩანერგა“.
6 წლის შემდეგ აშშ–მ მოახერხა აგენტების გამოაშკარავება და ხუთივე პირს შპიონაჟის ბრალდებით 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პარლამენტის სხდომაზე „კუბური ხუთეულის“ გამოჩენამ რაულ კასტროც აღაფრთოვანა და მან აშშ–ს მიმართ მადლიერების უპრეცენდენტო განცხადება გააკეთა.
„კუბელი ხალხი სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის აშშ–ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მადლიერია. ამრიგად ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის წინაღობა დაძლეულია“, – განაცხადა კასტრომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები