უკრაინაში, არმიაში გაწვევა 1,5 წლიანი ვადით აღადგინეს


   უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, 2015 წლიდან უკრაინაში სამხედრო სამსახურში გაწვევა აღდგება. ტურჩინოვმა ეს ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს კრებაზე გააკეთა. ამ ინფორმაციას „ინტერფაქს–უკრაინა“ ავრცელებს.
„შემდეგი წლიდან ჩვენ განვაახლებთ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამავე დროს, ფაქტიურად ომის მდგომარეობაში შემოღებისას, არ შეგვიძლია მხოლოდ ერთწლიანი სამსახურით განვისაზღვროთ. ეს არასაკმარისია. ჩვენი მოქალაქეები წელიწად ნახევრით გაიწვევიან“, – განაცხადა ტურჩინოვმა.
ტურჩინოვმა ასევე განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მქონე გაწვეულებისთვის სამხედრო სამსახურის ვადა 1 წლით იქნება განსაზღვრული.
საკანონმდებლო სიახლესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა. მან პირობა დადო, რომ ახალწვეულებს საომარი კონფლიქტის ზონაში არ გააგზავნიან.
შეგახსენებთ უკრაინაში 2013 წლის 14 ოქტომბერს, იმდროინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა. ეს კანონი მოქმედებაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევიდა და დღემდე მოქმედი გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები