იტალიამ შესაძლოა „ევრო–ზონა“ დატოვოს



  იტალიაში უახლოეს პერიოდში შესაძლოა „ევრო–ზონის“ დატოვების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს. ოპოზიციურმა პარტია „Movimento 5 Stelle“–მ ორ დღეში შესაბამისი მოთხოვნით უკვე 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ამ ინფორმაციას გაზეთი „Il Fatto Quotidiano“ ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, „ევრო–ზონიდან“ გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვა, შესაძლოა იტალიის დამოუკიდებლობისკენ გადადგულ ნაბიჯად იქცეს.
„ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს ძალზე სარისკო ჟესტია, მაგრამ ეს ხალხისთვის თვალის გახილვის მეთოდია. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოძველებულ პირობებში ცხოვრება გვიწევს, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტით სარგებლობის საშუალებას არ გვაძლევს. რეფერენდუმი – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც გამოიღვიძებენ“ – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლუიჯი დი მაიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები