მალაიზიური “ბოინგის” კატასტროფის შედეგად დაღუპულების გვამებში დაუდგენელი ნამსხვრევები იპოვეს

  მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების გვამებში დაუდგენელი წარმომავლობის მეტალის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს რაკეტის ნამსხვრევებია.
„კატასტროფაში დაღუპული ადამიანების დიდი  უმრავლესობა იდენტიფიცირებულია. გარკვეული რაოდენობის გვამებში  აღმოჩენილია მეტალის ფრაგმენტები, რომლებიც თვითმფრინავის მასალას არ შეესაბამება. შესაძლოა, ეს რაკეტის ელემენტები იყო, რომლებმაც თვითმფრინავი МН 17 დააზიანა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური „ბოინგი“ დონეცკის ოლქში 17 ივლისს დაიმსხვრა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 298 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები