რუსეთის საგარეო უწყებამ ახალ სანქციებს დასავლეთის არაადეკვატური პასუხი უწოდა

  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ს და კანადის ახალ სანქციებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის კომენტარში ნათქვამია, რომ „ყირიმის რესპუბლიკის და სევოსტოპოლის წინააღმდეგ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესება დასავლეთის აღიარების პირდაპირი მაცნეა, რომ ყირიმელების გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების შესახებ საერთო და ნებაყოფლობითი იყო“.
საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის თქმით, ახალი სანქციებით დასავლეთმა აჩვენა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის მოგვარებაში დაინტერესებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები ყირიმში ინვესტიციებს და რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულთან ვაჭრობას ეხება.
აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბრძანება „გარკვეული პირების საკუთრების ბლოკირებისა და უკრაინის რეგიონ ყირიმთან დაკავშირებული გარკვეული ოპერაციების აკრძალვის შესახებ“ რეგიონში საქონლის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების, სერვისის ექსპორტს და ყირიმიდან პროდუქტების იმპორტს კრძალავს.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს ყირიმში მომუშავე გარკვეული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების უფლება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები