ევროკავშირის სანქციები ყირიმის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

  უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალი სანქციები ყირიმის წინააღმდეგ ძალაში შევიდა.
ეს შეზღუდვები ყირიმში ინვესტიციებს და რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულთან ვაჭრობას ეხება.
აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ბრძანება „გარკვეული პირების საკუთრების ბლოკირებისა და უკრაინის რეგიონ ყირიმთან დაკავშირებული გარკვეული ოპერაციების აკრძალვის შესახებ“ რეგიონში საქონლის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების, სერვისის ექსპორტს და ყირიმიდან პროდუქტების იმპორტს კრძალავს.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს ყირიმში მომუშავე გარკვეული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების უფლება მისცა.
ობამას თქმით, ბრძანების მიზანია – კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ნახევარკუნძულის რუსული ანექსიის სრული არაღიარების შესახებ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს ოკუპაციის, ყირიმის ანექსიის მცდელობისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დასრულებისკენ, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ“, – განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები