დედამ 7 შვილი და ძმისშვილი მოკლა

   8 მცირეწლოვანის მკვლელობას იძიებენ ავსტრალიელი სამართალდამცველები. ტრაგედია გუშინ კერნსში მოხდა.
პოლიციის მტკიცებით, საკუთარი შვიდი შვილი და ერთი ძმისშვილი სწორედ 37 წლის ქალმა მოკლა.
შეგახსენებთ, რომ მოკლულის გვამები ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს. მოკლული ბავშვების ასაკი 18 თვიდან 14 წლამდე მერყეობს. სახლში ასევე დაჭრილი 37 წლის დედა იმყოფებოდა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინ საღამოს კი ქალი საკუთარი შვილების და ძმისშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ცნობისთვის, ქალს ბოლო დროს დეპრესია ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები