დავით თევზაძე: ნამუსიანად ვიბრძოლეთ და იმ ქვეყნად, თუნდაც იმ ბედნიერების განცდა გაგვყვება

  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს ეროვნული გვარდიის იუბილეს ეხმიანება. დავით თევზაძე ყველა გვარდიელს ულოცავს ამ დღეს და ფეისბუქის საკუთარ გვრდზე სტატუსს აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული გვარდია 24 წლის გახდება. ვულაცავ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მკერდზე მიუმაგრებია ეს ნიშანი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს, თუ ვინ სად გაფანტა ცხოვრების ქარიშხალმა. ჩვენ ერთი გვარდიული წარსულიდან მოვდივართ და ყველას ერთნაირად გვიყვარდა სამშობლო. ყველას ერთნაირად გვწყდება გული ჩვენ წასულ ძმებზე და ყველას ერთნაირად გვეამაყება, რომ უფალმა ჩვენი მარჯვენა აირჩია იმ სამოთხის მცველად, საქართველო რომ ჰქვია. მართალია, ვერ ვიგორგასალ-ვიდავითედ, მაგრამ ნამუსიანად ვიბრძოლეთ და იმ ქვეყნად, თუნდაც იმ ბედნიერების განცდა გაგვყვება, სამშობლოსათვის ბრძოლას რომ მოაქვს თან. თუნდაც ამაოს“, – წერს დავით თევზაძე სოციალურ ქსელში.

10872315_873265729362588_2110660351_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები