უკრაინას დღეს ქეთრინ ეშტონი ეწვევა

  საგანგებო ვიზიტით უკრაინას დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ეწვევა. ქეთრინ ეშტონი ახალი ხელისუფლების ლიდერებს შეხვდება. ლიდერებთან ერთად ეშტონი ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები უკრაინის ფინანსური სისტემის სტაბილიზების საკითხზეც იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინისთვის ოცი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები