ლიბერიაში ებოლას მიუხედავად, სენატში არჩევნები მიმდინარეობს
ლიბერიაში ვირუს ებოლას მორიგი აფეთქების მიუხედავად, სენატში არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმეჯერ გადაიდო, თუმცა პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური კრიზისისგან თავის არიდების მიზნით არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
მიტინგების და სხვა მასობრივი აქციების ჩატარება არჩევნებამდე ებოლათი დაავადების რისკის გამო აკრძალული იყო.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ლიბერიელების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნების ჩატარება ზედმეტად სარისკოა და ხმის მიცემის პროცედურის გაუქმება უზენაის სასამართლოში სცადეს. თუმცა ამაოდ.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნებზე ათასობით თერმომეტრები და ანტისეპტიკი გაიგზავნა.