მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ელოდებიან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ოფიციალურმა მოსკოვმა მიწვევა გაუგზავნა. ჩრდილოეთ კორეის მეთაურს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვების 70 –იან წლიან იუბილესთან დაკავშირებით ელოდებიან. ეს ინფორმაცია სააგენტო „იტარ–ტასის“ კორესპონდენტს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა. „დიახ, ასეთი მიწვევა გაიგზავნა“, – განაცხადა პესკოვმა. რუსეთი 2015 წლის 9 მაისს ე.წ. „სამამულო ომში“ გამარჯვების 70 –იან წლიან იუბილეს აღნიშნავს, რა დროსაც მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს პირებს ელოდებიან. ცნობისთვის 60- წლიანი იუბილის დროს ზეიმზე აშშ–ს, იაპონიის, საფრანგეთის, ჩინეთის და გერმანიის მეთაურები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის უცნობია, ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერი გადაადგილების რა საშუალებას აირჩევს. კორეელი დიქტატორის მამა კიმ ჩენ ირი უპირატესობას დაჯავშნულ სპეცმატარებელს ანიჭებდა, რომლითაც რუსეთის დედაქალაქი მან სამჯერ მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები