უკრაინის უშიშროებამ კიევში ტერაქტის ორგანიზატორი ქალის დაკითხვის კადრები გამოაქვეყნა (ვიდეო)

უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ლუგანსკის ოლქის მოსახლე ქალი დაგეგმილი ტერაქტის შესახებ საუბრობს. ტერაქტი კიევის ცენტრში უნდა მომხდარიყო. უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ქალი კონტრდაზვერვის მხედველობის არეალში 3 კვირის წინ მოხვდა. ქალს რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი „კონსტანტინე“ ამზადებდა. ის დივერსანტი ქალის ყოველ ნაბიჯს ხელმძღვანელობდა.
ტერაქტის განსახორციელებლად ქალი ლუგანსკიდან კიევში ავტობუსით ჩავიდა.
„თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალს ჩანთაში ჰქონდა დამალული. „კონსტანტინეს ინსტრუქციების შესრულებისას, ქალი მუდმივად იცვლიდა ტელეფონებს და სიმ-ბარათებს. დათქმულ დროს ტერორისტმა ქალმა აღნიშნულ ადგილას ჩანთის დატოვება სცადა – სწორედ ამ მომენტში ქალი კონტრდაზვერვამ დააკავა“, – განაცხადეს უშიშროების სამსახურში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2ad8r4X_2TY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები