პაკისტანელმა სამხედროებმა 59 თალიბი მოკლეს
პაკისტანელმა სამხედროებმა ავიაციის მხარდაჭერით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით რეიდი ჩაატარეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, რეიდის შედეგად მოძრაობა „თალიბანის“ 59 „ბოევიკია“ მოკლული. სროლის შედეგად 3 სამხედრო დაიჭრა.
ოპერაცია პროვინცია ჰაიბერში, ავღანეთის საზღვართან მიმდინარეობდა.