სერგეი ლავროვი: ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის და აშშ-ს ურთიერთობებს გააფუჭებს

„უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“, რომელიც რუსეთს ახალი სანქიცებით ემუქრება, შესაძლოა, მოსკოვის და ვაშინგტონის ნორმალური ურთიერთობები დიდი ხნით გააფუჭოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ლავროვის ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები