,,საუბრები ლიტერატურაზე“ – სოფოკლე და მისი ტრაგედიები
მწერალთა სახლი აგრძელებს შეხვედრების ციკლს თემაზე: ,,საუბრები ლიტერატურაზე“. 24 თებერვალს, 19 საათზე, ამ ციკლის მორიგი შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან შედგება. საუბრის თემა სოფოკლე და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა იქნება, სოფოკლეს ტრაგედიებზე საუბრის გარდა ლევან ბერძენიშვილი იმ თემასაც შეეხება, თუ რამდენად ინარჩუნებს საუკუნეების წინათ დაწერილი ტექსტები თანამედროვეობას და პრობლემები, რომლის შესახებაც სოფოკლე წერდა, დღესაც ისევე აქტუალური და მნიშვნელოვანია. შეხვედრა ინტერაქტიული იქნება და შეხვედრაზე მისულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.