რუსეთის მაღაზიებში დასავლურმა ბრენდებმა საკუთარი პროდუქციის შეტანა შეაჩერეს
რუსეთის მაღაზიებში მსხვილმა დასავლურმა ბრენდებმა საკუთარი პროდუქციის შეტანა შეაჩერეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა დროებით გაყინეს “ზარამ”, “ბერშკამ”, “ოიშომ”, ასევე “არმანი ჯინსმა”, “მაიკლ კორსმა”, “კელვინ კლეინმა” და “ტოპ–შოპმა”.
როგორც ბრენდების იმპორტიორ კომპანიებში განმარტავენ, გადაწყვეტილება რუბლის კურსის მკვეთრ დაცემას უკავშირდება.
ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ცნობილი კომპანიები რუსეთის ბაზარზე ახალ კოლექციებს იანვრის პირველ კვირამდე არ შეიტანენ.