ავსტრალიაში 8 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს
ავსტრალიაში, ერთ-ერთ სახლში, 8 ბავშვის გვამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სამართალდამცავების ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ კერნსში მოხდა. პოლიციის მონაცემებით, დაღუპული ბავშვების ასაკი 18 თვიდან 15 წლამდეა. მოკლულების გარდა, სახლში დაჭრილი ქალი იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახის ნათესავის თქმით, ყველა ბავშვი დაჭრილი ქალის შვილი იყო. ვინ ჩაიდინა დანაშაული, უცნობია.