ინდოეთის ყოფილი პრემიერი სონია განდი საავადმყოფოში მოათავსეს
ინდოეთის ყოფილი პრემიერი და პარტია “ინდოეთის ნაციონალური კონგრესის” ხელმძღვანელი სონია განდი დღეს დელის ერთ–ერთ საავადმყოფოში შიდა სასუნთქი გზების ინფექციის მიზეზით მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Press Trust of India“ ავრცელებს.
ამ წელს განდი ერთხელ უკვე მკურნალობდა ჰოსპიტალში. აგვისტოში მისი ჰოსპიტალიზება პირდაპირ პარლამენტის სხდომიდან მოხდა. მაშინ მიზეზი სონიას მიერ მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება გახდა.
შეგახსენებთ, რომ სონია განდი ინდოეთის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელია. მისი ოჯახის სხვა ცნობილი წევრები: რაჯივ და ინდირა განდები, ჯავახარლალ ნერუ – სხვადასხვა დროს ინდოეთის პოლიტიკურ სათავეში იდგნენ.