რაულ კასტროს აშშ–ში ვიზიტს თეთრ სახლში არ გამორიცხავენ

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ აშშ–ს შესაძლოა კუბის ლიდერი რაულ კასტრო ეწვიოს. ამის შესახებ განცხადება ჯოშ ერნესტმა გააკეთა.
„მე არ გამოვრიცხავ პრეზიდენტ კასტროს ვიზიტს“,– განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კუბასთან დაკავშირებით ვაშინგტონი თავის პოლიტიკას ცვლის. საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, მათ შორის დიპლომატიური კუთხით. გარდა ამისა, ობამას და კასტროს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.
ამასთან, ობამაც არ გამორიცხავს კუბაში ვიზიტს.
„ამჟამად ასეთი გეგმები არ მაქვს, თუმცა მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ობამამ ამერიკულ ტელეკომპანია ABC–სთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები